02 სექტემბერი 2019, 13:58
ხატია ცარციძე
საბა ლობჟანიძემ დანიის სუპერლიგაში დუბლი შეასრულა
სპორტი

საბა ლობჟანიძე
ფოტო: randersfc.dk
გაზიარება
საბა ლობჟანიძემ დანიის სუპერლიგაში დუბლი შეასრულა. "რანდერსმა" მე-8 ტურში "სილკებორგს" უმასპინძლა და 2:0 მოუგო.
ლობჟანიძემ ანგარიში 31-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა. ქართველმა მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონზე დუბლი მეორედ შეასრულა.
"რანდერსს" ამ გამარჯვებით 8 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.





