22 აგვისტო 2019, 19:37
განას ნაკრების ყოფილი ფებურთელი ჯუნიორ აგოგო გარდაიცვალა
სპორტი

ჯუნიორ აგოგო
ფოტო: Twitter
გაზიარება
განას ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯუნიორ აგოგო გარდაიცვალა. ის 40 წლის იყო. ამის შესახებ Sky Sports-ი წერს.
გამოცემის წყაროს ცნობით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები 2015 წლიდან ჰქონდა. ის ლონდონში გარდაიცვალა, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა. სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.
კარიერის განმავლობაში აგოგომ 9 ინგლისურ კლუბში ითამაშა. ბოლოს ის შოტლანდიური „ჰიბერნიანის“ წევრი იყო.





