ბაია პატარაია: სუროგაცია ხელმისაწვდომად უნდა დარჩეს ქართველებისთვის, რადგან უშვილობის პრობლემას წყვეტს
საზოგადოება

ბაია პატარაია
ფოტო: ვიდეოკადრი
სუროგაცია ხელმისაწვდომად უნდა დარჩეს ქართველებისთვის, რადგან უშვილობის პრობლემას წყვეტს, - წერს სოციალურ ქსელში ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია.
როგორც ის აღნიშნავს, კანონის წერასაც სჭირდება ჭკუა და კომპეტენცია და მის აღსრულებასაც ცოდნა და პატიოსნება.
„სუროგაცია ხელმისაწვდომად უნდა დარჩეს ქართველებისთვის, რადგან უშვილობის პრობლემას წყვეტს. ეს ყოველივე კი იმას ნიშნავს, რომ კანონის წერასაც სჭირდება ჭკუა და კომპეტენცია და მის აღსრულებასაც ცოდნა და პატიოსნება“, - წერს იგი.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.




