დაზარალებული ეთერ ტუღუში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებაზე: გაოგნებული ვარ, ვერ წარმომიდგენია, რომ შეეძლო ამ ადამიანს იმ თავის სიკეთეში ჩვენც ჩავერთეთ. თან განვიცდი ძალიან და თან წარმოუდგენლად მადლობელი ვარ
საზოგადოება

ეთერ ტუღუში
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
მიკვირს კიდეც, ბოლომდე გავითავისო თუ არა, ვერ წარმომიდგენია, რომ შეეძლო ამ ადამიანს იმ თავის სიკეთეში ჩვენც ჩავერთეთ, - განაცხადა ფონიჭალაში კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულმა, ეთერ ტუღუშმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილების შეფასებისას, რომ 19 ნოემბერს ფონიჭალაში კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს.
„მე გვერდით სადარბაზოდან ვარ. ყველანი გადავრჩით, მაგრამ ძალიან განვიცდით იმას, რაც მოხდა. მართლა გულით ვამბობ - თვითონ დამხმარე პერსონალი ძალიან სწრაფად მოვიდა. რაც შეეძლოთ, გააკეთეს. გუშინ ნება დაგვრთეს, რომ თითო რამ, ტანსაცმელი მაინც წამოგვეღო.
გაოგნებული ვარ, იმდენად დიდი და გლობალური პრობლემებია ქვეყანაში, მიკვირს კიდეც, ბოლომდე გავითავისო თუ არა, ვერ წარმომიდგენია, რომ შეეძლო ამ ადამიანს იმ თავის სიკეთეში ჩვენც ჩავერთეთ. თან განვიცდი ძალიან და თან წარმოუდგენლად მადლობელი ვარ, გაოცებულიც ვარ“, - განაცხადა ეთერ ტუღუშმა.
ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს.
19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.





