ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, კატასტროფის ადგილას მიდიან თანაკლასელები და მეგობრები
საზოგადოება

ფოტო: ვიდეოკადრი
ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 22 ნოემბერი გლოვის დღედ ცხადდება. შესაბამისი განკარგულება მთავრობის მეთაურმა გამოსცა.
ფონიჭალაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საველე შტაბი მოქმედებს. მეხანძრე-მაშველები დაზარალებულ ოჯახებს ეხმარებიან, რომ საკუთარი ნივთები კორპუსიდან გამოიტანონ.
ადგილზე არიან „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები. პარალელურად, გრძელდება გაწმენდითი სამუშაო, ასევე მიმდინარეობს გამოძიება.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, კატასტროფის ადგილას მიდიან მათი თანაკლასელები და მეგობრები. მიაქვთ ყვავილები, სათამაშოები და სანთლები.





