უნგრეთის საელჩო სამძიმარს უცხადებს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს
საზოგადოება

ფოტო: Getty Images
საქართველოში უნგრეთის საელჩო თბილისში, ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„უნგრეთის საელჩო ღრმა სამძიმარს უცხადებს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ჩვენი ფიქრები იმ ადამიანებთანაა, რომლებმაც ეს დამანგრეველი ტრაგედია გამოსცადეს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას, ხოლო ყველას, ვინც ამ მძიმე პერიოდს გადის - ძალასა და გამძლეობას. ამ მძიმე განსაცდელის ჟამს, უნგრეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მოსახლეობას“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფონიჭალაში, კორპუსში მომხარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყანეს 3 წლის გოგონა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.




