19 ნოემბერი 2026, 21:42
ფონიჭალაში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს
საზოგადოება

ვიდეო/კადრი
გაზიარება
ფონიჭალაში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს.
ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოსვენებულია ხუთი ცხედარი - სამი ქალის, ერთი მამაკაცის და ერთი ბავშვის.
ერთი არასრულწლოვანი გოგონა კი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.
ნანგრევებში კიდევ 1 ადამიანი რჩება.
აფეთქება ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში დილით მოხდა.
როგორც შშმ პირი ჰყვება, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.





