19 ნოემბერი 2026, 14:58
ახალგაზრდული სახლის კამპუსში დასაქმების ფორუმი იმართება
საზოგადოება

გაზიარება
ახალგაზრდული სახლის კამპუსში დასაქმების ფორუმი იმართება. ღონისძიებაში სახლის ბენეფიციარები და 18-დან 29 წლამდე ნებისმიერი დაინტერესებული მონაწილეობს. წარმოდგენილია 25-ზე მეტი კომპანიის 100-ზე მეტი აქტიური ვაკანსია.
მონაწილეებს საშუალება აქვთ, ადგილზე გაეცნონ მიმდინარე ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს. ღონისძიების მთავარი მიზანი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და მათი ეკონომიკური გაძლიერებაა.





