„ქრონიკამ“ ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების კადრები მოიპოვა. ვიდეო
საზოგადოება

ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
„ქრონიკამ“ ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების ვიდეოკადრები მოიპოვა.
ამ დროისთვის ადგილზე 7 ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. დაშავებულები კი კლინიკაში არიან გადაყვანილები.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება და შვიდი პირის ძებნა, რომელთა შორის სამი მცირეწლოვანია. მისივე განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნგრევის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან საყრდენი კედელი გადაიხარა.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით კი, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.
ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. შშმ პირის ინფორმაციით, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.





