12 ნოემბერი 2026, 11:35
ზაალ მიქელაძე მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზაშვილზე თავდასხმაზე: ჩემი მხარდაჭერა მერაბს და საბას - თქვენი ბრძოლა იყო სამართლიანი და თქვენ ჩვენთან ერთად გაიმარჯვეთ
საზოგადოება

ზაალ მიქელაძე
ფოტო: ხალხის ძალა
გაზიარება
„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და მის თანმხლებ პირზე, საბა ლაზიშვილზე, თავდასხმას ეხმაურება. დეპუტატი მხარდაჭერას უცხადებს მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს და მომხდარს ქართველების ერთიანობისა და ქართული სულის გაუტეხელობის კონტექსტში აფასებს.
„ჩემი (ჩვენი) ქობულეთელი საბა ლაზიშვილი არის ქართული სულის გაუტეხელობის სიმბოლო და ქართველების ერთად დგომის საუკეთესო მაგალითი.
ჩემი მხარდაჭერა მერაბს და საბას. თქვენი ბრძოლა იყო სამართლიანი და თქვენ ჩვენთან ერთად გაიმარჯვეთ,“ - წერს ზაალ მიქელაძე.




