05 ნოემბერი 2026, 18:47
ცანა-ლასდილის და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საზოგადოება

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გაზიარება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, ძლიერი ნისლისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ141-კმ151 (ცანა-ლასდილი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ181-კმ189 (უშგული-ლასდილი) საუღელტეხილო მონაკვეთებზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.





