კომუნიკაციების კომისიამ, სკოლამდელ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
კომუნიკაციების კომისიამ, სკოლამდელ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლებსა და საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებსა და მეთოდისტებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.
ყურადღება გამახვილდა ადრეული ასაკიდან მედიაწიგნიერების უნარების განვითარების მნიშვნელობასა და საგანმანათლებლო პროცესში შესაბამისი რესურსების გამოყენებაზე. ComCom-ის წარმომადგენლებმა წარადგინეს კომისიის მიერ გამოცემული და ქართულ ენაზე ადაპტირებული გზამკვლევი „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის პრაქტიკულ აქტივობებსა და სწავლების მეთოდებს აერთიანებს.





