02 ნოემბერი 2026, 15:49
სადგურის მოედანზე ხანძარია
საზოგადოება

ფოტო: ვიდეოკადრი
გაზიარება
სადგურის მოედანზე ხანძარია. როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. დამატებით დეტალებს უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.





