საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, ნიუ-იორკის ისტორიულ „პენ კლუბში“ საზეიმო მიღება გაიმართა
საზოგადოება

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა ნიუ-იორკის ისტორიულ „პენ კლუბში“ საზეიმო მიღება.
გამომსველებს შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გენერალური კონსული და ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი იყვნენ.
ხაზი გაუსვეს ქრისტიანობის ისტორიულ და ცივილიზაციურ მნიშვნელობას საქართველოსთვის, მის განსაკუთრებულ როლს ეროვნული თვითმყოფადობის, უნიკალური ენის, უძველესი ანბანისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში.
აღინიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნისა და ქართული დიასპორის ცხოვრებაში, ეროვნული იდენტობის განმტკიცებასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.
ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრები, მსოფლიო საპატრიარქოსა და ბულგარეთის საპატრიარქოს მღვდელმთავრები, დიპლომატიური კორპუსის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





