მერაბ გამყრელიძე იტალიის საელჩოს პოლიციის ატაშეს შეხვდა
საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს პოლიციის ატაშესთან ანდრეა ჩილენტოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევები და სამართალდამცავ უწყებებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იტალიელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას, უწყებებს შორის აქტიური ურთიერთობის განვითარებასა და პროფესიული ცოდნის გაღრმავების მიზნით სასწავლო კურსებში მონაწილეობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით არდაზიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ანა ლურსმანაშვილი.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ მუშაობა ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე, რაც საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის პროფესიული თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს.





