KIU-ს საპატიო პრეზიდენტი: ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივამ ქვეყნისთვის ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ეს უნივერსიტეტი საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში წამყვან უნივერსიტეტად იქცევა
საზოგადოება

ვოლფგანგ ჰერმანი
ფოტო: Facebook
ეს შესანიშნავი დღეა ამ უნივერსიტეტისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც მიიღეს ხარისხი, ბევრი იმუშავეს და ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ემერიტუს პრეზიდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ჰერმანმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივამ ქვეყნისთვის ძალიან კარგი შედეგი გამოიღო.
„ეს უნივერსიტეტი საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში წამყვან უნივერსიტეტად იქცევა. 6 წლის წინ KIU-მ წარმატებული სტარტი აიღო, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისი განვითარება კიდევ უფრო შთამბეჭდავია. ჩემთვის დიდი პატივია მხარი დავუჭირო ქვეყანას სამეცნიერო პოლიტიკის განვითარებაში“, - აღნიშნა ვოლფგანგ ჰერმანმა.




