24 ოქტომბერი 2026, 17:58
გიორგი ნემსაძე უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს - მის ხსოვნას პატივი პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიაგეს
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
გიორგი ნემსაძე უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს, სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში გაიმართა. მის ხსოვნას პატივი არაერთმა ადამიანმა მიაგო.
პანაშვიდზე იმყოფებოდა პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი, სპორტის მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები და ფეხბურთელები.
გიორგი ნემსაძე ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი იყო, მას ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში 69 მატჩი აქვს ჩატარებული. ის გუნდის კაპიტანი 42 შეხვედრაში იყო.
გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.





