ორხევის დასახლებაში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო
საზოგადოება

ფოტო: სამგორის რაიონის გამგეობა
ორხევის დასახლებაში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
უსახურ ნაგებობებსა და შემოღობვას დემონტაჟი ჩაუტარდა, დაიშალა წყლის რეზერვუარიც, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებისთვის წარმოადგენდა საფრთხეს.
მოეწყო მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ბავშვთა გასართობი ზონა, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორია გამწვანდა ხე-მცენარეებით. რეკრეაციული სივრცის მიმდებარედ, კეთილმოეწყო ქუჩა, მოწესრიგდა საპარკინგე სივრცე.
დასრულებულ სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე პარლამენტის დელეგატთან, ვარლამ ლიპარტელიანთან და მაჟორიტარ დეპუტატ, მამუკა ხაბარელთან ერთად გაეცნო.





