სამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
საზოგადოება

გიორგი ნემსაძე
ფოტო: Facebook
სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბურთელებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიორგი ნემსაძეს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში 69 მატჩი აქვს ჩატარებული. ის გუნდის კაპიტანი 42 შეხვედრაში იყო.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.





