ბულგარეთის საპატრიარქო საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში ბულგარეთის დელეგაციის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საზოგადოება

ფოტო: ბულგარეთის საპატრიარქო
ბულგარეთის საპატრიარქო საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში ბულგარეთის დელეგაციის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. დელეგაციას დასავლეთ და ცენტრალური ევროპის მიტროპოლიტი ანტონი ხელმძღვანელობს.
საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობენ დელეგაციები მსოფლიო, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთისა და რუმინეთის საპატრიარქოებიდან, ასევე კვიპროსის მთავარეპისკოპოსიის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიებიდან.
საქართველოს პატრიარქთან შეხვედრისას მიტროპოლიტმა ანტონიმ შიო მესამეს ბულგარეთის პატრიარქ დანიელისა და წმინდა სინოდის გზავნილი გადასცა. ამასთან, ბულგარეთის დელეგაციამ საქართველოს ეკლესიას საჩუქრად სახელოსნო "დიმჩოვსკის" მიერ შექმნილი წმინდა პატრიარქ ევთიმი ტირნოვოელის ხატი გადასცა, რომელშიც მისი წმინდა ნაწილია ჩაბრძანებული.





