10 ოქტომბერი 2026, 11:37
ხიზანიშვილის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება და ავტობუსების სადგომი მოეწყო
საზოგადოება

ფოტო: ვიდეო/კადრი
გაზიარება
ხიზანიშვილის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალის მიმდებარედ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება და ავტობუსების სადგომი მოეწყო.
გაკეთდა ბეტონის საფარი, ტროტუარები, მგზავრთა მოსაცდელები და კუნძულები, დაიხაზა შესაბამისი მონიშვნები. ტერიტორია აღიჭურვა პანდუსებითა და ტაქტილური ბილიკებით.
პროექტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. მიმდებარე ტერიტორიაზე კი გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ სარწყავი სისტემა მოეწყობა და ხე-მცენარეები დაირგვება.





