კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე წირვას ვერაზე მდებარე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში აღავლენს
საზოგადოება

შიო მესამე
ფოტო: საქართველოს საპატრიარქო
კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე წირვას, ვერაზე მდებარე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში აღავლენს. უწმინდესი ლიტურგიის დასრულების შემდეგ იქადაგებს.
დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას აღნიშნავს. ეკლესიის სწავლებით, ის ქრისტეს მოციქული იყო და მის მიერ აღსრულებული სასწაულების მომსწრე. წმინდანი თან ახლდა მაცხოვარს გეთსამანიის ბაღში შეპყრობისას და გოლგოთაზე ჯვარცმისას. მორწმუნეთა თხოვნით მან ჩაწერა ყველაფერი, რასაც სიტყვიერად ქადაგებდა და, ამრიგად, სამი უკვე ცნობილი სახარება მეოთხე სახარებით შეავსო. ქრისტეს მოციქულებიდან იოანემ ყველაზე მეტხანს იცოცხლა და მათ შორის იყო ერთადერთი, რომელიც მოწამებრივი სიკვდილით არ აღესრულა. მას ეკლესია სიყვარულის მოციქულს უწოდებს და ერთადერთია რომელსაც ღვთისმეტყველად მოიხსენიებს





