როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
საზოგადოება

ფოტო: WallpaperBat
7 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიანი დღე და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
ოზურგეთშიც წვიმაა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
ბათუმშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
მესტიაშიც წვიმა და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა
+5 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.
+21 გრადუსი დაწვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმას პროგნოზირებენ ბაკურიანში,
სადაც დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
გორშიც იწვიმებს. +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.
წვიმაა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
ლაგოდეხშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს, დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში,
სადაც დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე და +21 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
თბილისშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.


