03 სექტემბერი 2026, 09:00
განათლების მინისტრის მოადგილემ თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის საკითხების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია
საზოგადოება

ფოტო: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
გაზიარება
განათლების მინისტრის მოადგილე თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა. თამარ მახარაშვილმა მათ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში მიმდინარე საკითხების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაგეგმილ სიახლეებზე.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო – ახალ სახელმძღვანელოებს, სასკოლო ფორმებს, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.





