31 მაისი 2026, 14:29
მთაწმინდის პარკში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
მთაწმინდის პარკი ბავშვთა დაცვის დღეებს აღნიშნავს. ტრადიციულად, ყველაზე საბავშვო, გასართობი მხიარული ღონისძიებები პარკის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.
დღეს და ხვალ - 1 ივნისს 12:00-დან 22:00 საათამდე სტუმრებს დახვდებათ კონცერტები, ანიმატორების წარმოდგენები, დრამერებისა და ილუზიონისტის შოუ, სახალისო თამაშები, პარტნიორი კომპანიების მიერ მოწყობილი სპეციალური სივრცეები, კულტურული და შემეცნებითი პროგრამები.
საბაგიროს ზედა სადგურზე კი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა იმართება.





