11 მაისი 2026, 14:36
სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილება - სლოვაკეთში, თვეში ერთხელ, ლიტურგია ქართულ ენაზე აღევლინება
საზოგადოება

ქალაქ კოსიცეში (სლოვაკეთი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
ფოტო: facebook
გაზიარება
სლოვაკეთში, თვეში ერთხელ, ლიტურგია ქართულ ენაზე აღევლინება. გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და სლოვაკეთის პარლამენტის - ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის რიხარდ რაშის შეხვედრიდან გახდა ცნობილი.
შეხვედრაზე რიხარდ რაშიმ აღნიშნა სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სლოვაკეთში, თვეში ერთხელ, ლიტურგია ქართულ ენაზე აღევლინება.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.





