08 მაისი 2026, 11:07
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
დღეს ღვინის ეროვნული დღეა. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია, სახელწოდებით: ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე - შესაძლებლობები და გამოწვევები.
ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური დირექტორი ჯონ ბარკერი მონაწილეობენ.





