01 მაისი 2026, 17:22
გლდანისხევის გაწმენდის მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა
საზოგადოება

ფოტო: თბილისის მერია
გაზიარება
„თბილსერვის ჯგუფმა“ გლდანისხევის კალაპოტის გაწმენდის მასშტაბური სამუშაოები განახორციელა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შედეგად, კალაპოტი სრულად გაიწმინდა დაგროვილი ნატანი ქვა-ღორღისა და ხე-მცენარეებისგან, რამაც წყლის თავისუფალი დინება უზრუნველყო.
პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, სამუშაოებში ჩართული იყო 14 ერთეული სპეცტექნიკა. მდინარის კალაპოტიდან მოპოვებული ინერტული მასალა სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე განთავსდა.





