სიონის საპატრიარქო ტაძარი და ეზო მრევლით იყო სავსე - შეკრებილებმა ეპოქალური პატრიარქის სულს პატივი მიაგეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საზოგადოება

ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარი და ეზო დღეს დილიდან მრევლით იყო სავსე. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეპოქალური პატრიარქი, რომელმაც მათივე თქმით, ხალხს ყველაზე რთულ დროს იმედი ჩაუნერგა.
გარდაცვლილ პატრიარქს ბევრჯერ უთხრეს მადლობა. მრევლს სანთლებთან ერთად ხელში პატრიარქის ფოტოები ეჭირა.
საბჭოთა მძიმე მემკვიდრეობის ფონზე, როცა რწმენა შევიწროებული იყო, ილია მეორემ ეკლესიის აღორძინება და ადამიანებში დაკარგული სულიერი საყრდენის დაბრუნება შეძლო. პატრიარქი ყოველთვის იდგა ხალხთან ერთად, ამიტომაც ის ეროვნული ერთობის სიმბოლოდ იქცა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.





