22 მარტი 2026, 11:17
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასასწრებად საქართველოს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დელეგაცია ეწვია
საზოგადოება

ფოტო: ვიდეოკადრი
გაზიარება
22 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე, თბილისში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა ჩამოვიდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.
საჰიბა გაფაროვა დელეგაციასთან ერთად დაესწრება საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვას.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.





