20 მარტი 2026, 02:05
გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საზოგადოება

მარკ უოკერი
ფოტო: სახელმწიფო დეპარტამენტი
გაზიარება
გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი, მარკ უოკერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
თავის მიმართვაში უოკერი ხაზს უსვამს პატრიარქის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში.
„ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას გლოვობს. ის იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თავისუფალი აღმსარებლობის დამცველი მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი რწმენის განადგურებასა და თავისუფლების აღკვეთას ცდილობდა“, - აღნიშნა მან.
TWITTER POST





