შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადასვენების სამგლოვიარო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა
საზოგადოება

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადასვენების სამგლოვიარო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„ილია II საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
საქართველოს პატრიარქის პანაშვიდს სამების საკათედრო ტაძარში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





