მიხეილ სარჯველაძე: რამდენიმე საათში საკმაოდ კვალიფიციური, დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი იქნება თბილისში იქნება. ინტერესით და დადებითი მოლოდინით ველოდები
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/კადრი
რამდენიმე საათში საკმაოდ კვალიფიციური, საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი იქნება თბილისში იქნება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს პატრიარქი ილია მეორეა მოთავსებული.
მინისტრის თქმით, კლინიკასთან მიღწეულია შეთანხმება და ექიმი დაშვებული იქნება სამუშაოდ.
„ვგეგმავდით, ვაკვირდებოდით პროცესს, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო საჭიროება, ან რა შეიძლება გვეცადა, ან ახალ მედიკამენტზე გვეფიქრა, ან ისეთ საშუალებაზე, რომელიც ამ დრომდე შეიძლება არ ყოფილიყო გამოყენებული.
ჩვენ ამაზე დილიდან ვიმუშავეთ, დილიდანვე მიღებულია გადაწყვეტილება, შეძენილია ბილეთებიც და სულ რამდენიმე საათში საკმაოდ კვალიფიციური ექიმი, საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი იქნება თბილისში. კლინიკასთანაც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ის დაშვებული იქნება სამუშაოდ. ყველა სამართლებრივ პროცედურას გავივლით იმისთვის, რომ მივიღოთ კვალიფიციური რჩევები თურქი ექიმისგან.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჰემოგლობინთან დაკავშირებული პრობლემებიც არსებობდა. ჰემოგლობინმა მიანიშნა ექიმებს, რომ შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა სისხლის კარგვას, რომელიც შეიძლება იმ წუთას უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. მოგვიანებით ეს ფარული სისხლდენა გამოაშკარავდა და, შესაბამისად, დაუყოვნებლივ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პატრიარქის პოლიპროფილურ დაწესებულებაში გადმოყვანის შესახებ. ეს იყო დაახლოებით, ღამის 02:00 საათი. აქაც დაუყოვნებლივ იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმ სამედიცინო მანიპულაციების განხორციელების შესახებ, რაც განხორციელდა. ამან წარმატებით ჩაიარა, რადგან, რეალურად მოხდა განეიტრალება კუჭში არსებული იმ კერისა, საიდანაც ხდებოდა სისხლის დაკარგვა“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, „სამედიცინო მანიპულაციებმა წარმატებით ჩაიარა, რადგან, რეალურად მოხდა განეიტრალება კუჭში არსებული იმ კერისა, საიდანაც ხდებოდა სისხლის დაკარგვა”.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა.





