ანდრია ჯაღმაიძე: ვლოცულობთ პატრიარქისთვის და ღმერთს ვთხოვთ მისთვის მხნეობასა და ჯანმრთელობას
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/კადრი
როგორც ექიმების მსჯელობიდან ჩანს, აფასებენ როგორც მძიმეს. შემდგომი რაიმე მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან.
ჯაღმაიძე კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან მიიღო.
„როგორც ექიმების მსჯელობიდან ჩანს, აფასებენ როგორც მძიმეს. შემდგომი რაიმე მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი. ვლოცულობთ მისთვის და ღმერთს ვთხოვთ მხნეობას და ჯანმრთელობას“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა.





