23 თებერვალი 2026, 07:55
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საზოგადოება

ფოტო: შსს
გაზიარება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ერჟან სადენოვის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი - ყასიმ-ჟომართ თოყაევი გეკა გელაძეს „აკ ორდას“ რეზიდენციაში უმასპინძლებს, ასევე, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ერჟან სადენოვთან.
გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ასევე, მოინახულებს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს და ადგილზე გაეცნობა მათ საქმიანობას.





