ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე: ბატონმა პრემიერმა მოისმინა და გაიზიარა ჩვენი წუხილები და გამოაცხადა ის, რამაც ყველა გაგვახარა
საზოგადოება

დავით გურგენიძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
სიხარულით შევხვდით ბატონ ირაკლი კობახიძეს, მრავალი შეკითხვები იყო ჩვენთან, ჩვენგანაც იყო კითხვები, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.
მისივე თქმით, პრემიერმა მოისმინა და გაიზიარა უნივერსიტეტების წუხილები.
„ბატონმა პრემიერმა მოისმინა და გაიზიარა ჩვენი წუხილები და გამოაცხადა ის, რამაც ყველა გაგვახარა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩა ის პროგრამები, რომელთაც ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ნიკოლაძე და სხვა ჩვენი დიდი ერის კაცები ფიქრობდნენ“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.
ტექნიკური უნივერსიტეტი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, განათლების მინისტრთან ერთად 9 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.





