12 თებერვალი 2026, 17:13
მეტროს სადგურ „დელისზე“ მატარებლების მოძრაობა, რომელიც რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო, განახლდა
საზოგადოება

ფოტო: თბილისის სატრანსპორტო კომპანია
გაზიარება
მეტროს სადგურ „დელისზე“ მატარებლების მუშაობა განახლდა.
როგორც „იმედინიუსს“ თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მეტროს ერთ-ერთ ვაგონს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც მგზავრობა რამდენიმე წუთით შეფერხდა.
„ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. მცირე დაკვამლიანება იყო. ხანძარი არ ყოფილა“, - აღნიშნეს მერიაში.





