დავით გურგენიძე: ჩვენი თხოვნაა, რომ შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს, თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, რას მოგვიტანს და სად მივალთ
საზოგადოება

დავით გურგენიძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ყველანი ერთად ვეთანხმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას რეფორმის შესახებ, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან შეხვედრის შემდეგ. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე მომუშავე ჯგუფის შექმნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენი თხოვნაა ბატონი პრემიერისადმი და ბატონი გივისადმი, რომ შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ორივე უნივერსიტეტიდან, თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, რას მოგვიტანს და სად მივალთ. ამ ჯგუფის გადაწყვეტილების შემდეგ, უკვე ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა





