თენგიზ შარმანაშვილი: მივესალმები, რომ მეწარმეები დგამენ ამ ნაბიჯს, ერთად თუ ვიპოვით გამოსავალს აქედან, ეს იქნება ძალიან კარგი. პრობლემების ფუნდამენტურ გადაჭრაზე ვმუშაობთ და არა მოკლევადიან პოლიტიკური ბენეფისების მიღებაზე
საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მივესალმები, რომ მეწარმეები დგამენ ამ ნაბიჯს, ერთად თუ ვიპოვით გამოსავალს აქედან, ეს იქნება ძალიან კარგი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა სურსათის ფასებზე საუბრისას.
მისივე თქმით, არსებული ფასები არაადეკვატურია.
„ასეთი სახის ურთიერთობები მსოფლიოში თითქმის არსადაა, ამიტომ ეს უნდა დალაგდეს. არ ვიცი რა საკანონმდებლო ცვლილებები იქნება დამატებით შესატანი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ისე არ მუშაობს საქართველოში, როგორც უნდა მუშაობდეს, ხდება ეს კარტელური გარიგებები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ კომისიას, რაც შეიქმნა მთავრობაში და არანაკლები იქნება პარლამენტში, ამიტომ ჩვენ ეს მოწინავე გამოცდილებები უნდა შევისწავლოთ. პრობლემების ფუნდამენტურ გადაჭრაზე ვმუშაობთ და არა მოკლევადიან პოლიტიკური ბენეფისების მიღებაზე“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.





