თემურ მღებრიშვილი „ოქროს კიდობანში“ გაჩენილ ხანძარზე: მობილიზებული იყო 17 სახანძრო სპეცტექნიკა. შენობიდან დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია მოხდა. არავინ დაშავებულა
საზოგადოება

თემურ მღებრიშვილი
ფოტო: ვიდეოკარდი/არქივი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, შენობიდან დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია მოხდა.
„ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. სამაშველო ეკიპაჟები ხანძრის შესახებ შეტყობინების შემდეგ, დაახლოებით, 5 წუთში გამოცხადდნენ. მობილიზებული იყო 17 სახანძრო სპეცტექნიკა. შენობიდან დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია მოხდა. დაშავებული არავინ არის, დამწვარია 300 კვადრატი სარესტორნო ფართი“, - განმარტა მღებრიშვილმა.





