ვინ გამოეთიშა „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ - მეგაშოუს XIV სეზონის მეორე ტური შედგა
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ XIV სეზონის მეორე ეპიზოდი შედგა.
XIV სეზონი სხვა სეზონებისგან გამორჩეულია, რადგან კონკურსანტები ქართული ცეკვის სხვადასხვა ანსამბლის სოლისტები არიან. კონკურსში 11 წყვილი მონაწილეობდა: ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია, ეკატერინე გურგენიძე და გიორგი რევიშვილი, ნინიკო მატკავა და სანდრო საბაძე, ნიკა ჩუბინიძე და ნიცა ციბაძე, ირაკლი ჭელიძე და კარინა ლისენკო, ინა ჩიხლაძე და ლუკა სტეფნაძე, გაგა ბოხუა და ხათუნა ოქიტაშვილი, დათო გოგრიჭიანი და ნინი ბიბილეიშვილი, ლევან დიასამიძე და ლისა ლიპარტელიანი, მარიამ ქავთარაძე და გუკა ჭანტურია, გვანცა ლობჟანიძე და რატი გაჩეჩილაძე.
მეგაშოუს ინას და ლუკას წყვილი გამოეთიშა.
შემდეგი ეპიზოდი 14 იანვარს გაიმართება.





