07 იანვარი 2026, 14:30
ზურაბ აბაშიძე: შობა არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული. ვფიქრობ, რომ მთელი საქართველო ერთიანდება ამ დღეს
საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე
ფოტო: თბილისის საკრებულო
გაზიარება
შობა არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული. ვფიქრობ, რომ მთელი საქართველო ერთიანდება ამ დღეს, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, „ალილოს“ ტრადიციით მთელი ერი ერთიანდება.
„დღეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვიკრიბებით და „ალილოში“ ვიღებთ მონაწილეობას, ამ ტრადიციით ასევე ვაერთიანებთ მთელს ერს“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
„ალილოს“ მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყო.





