მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ XIV სეზონის პირველი ეპიზოდი შედგა
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ XIV სეზონის პირველი ეპიზოდი შედგა.
XIV სეზონი სხვა სეზონებისგან გამორჩეულია, რადგან კონკურსანტები ქართული ცეკვის სხვადასხვა ანსამბლის სოლისტები არიან. კონკურსში 11 წყვილი მონაწილეობს: ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია, ეკატერინე გურგენიძე და გიორგი რევიშვილი, ნინიკო მატკავა და სანდრო საბაძე, ნიკა ჩუბინიძე და ნიცა ციბაძე, ირაკლი ჭელიძე და კარინა ლისენკო, ინა ჩიხლაძე და ლუკა სტეფნაძე, გაგა ბოხუა და ხათუნა ოქიტაშვილი, დათო გოგრიჭიანი და ნინი ბიბილეიშვილი, ლევან დიასამიძე და ლისა ლიპარტელიანი, მარიამ ქავთარაძე და გუკა ჭანტურია, გვანცა ლობჟანიძე და რატი გაჩეჩილაძე.
პირველი ტური ქართველ ცეკვებს დაეთმო. თითოეულმა მონაწილემ ჟიურისგან თანაბარი ქულები მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეგაშოუ არცერთ წყვილს არ დაუტოვებია. შემდეგი ეპიზოდი 7 იანვარს გაიმართება.





