გიორგი შერმადინის მეუღლე: მადლობა უფალს რომ მადლიერების და დათმენის უნარი მოგვცა. მაინც ,,სიყვარული ატრიალებს დედამიწას” და ყველას ურთიერთ სიყვარულს და პატივისცემას გისურვებთ
საზოგადოება

ანი ამაშუკელი გიორგი შერმადინი
ფოტო: Facebook
გიორგი შერმადინის თავდადებასა და ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე მიღწეული წარმატების ფასზე კალათბურთელის მეუღლე სოციალურ ქსელში წერს. ანი ამაშუკელი ოჯახის სახელით გულშემატკივას მადლობას უხდის.
„მადლობა უფალს ყველაფრისათვის. ჩვენი ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც გაიზიარეთ გიორგის ემოცია ეროვნული ნაკრების დატოვების გამო. ვისაც უნდა დანახვა, ყველა დაინახავს გიორგის თავდადებას და მონდომებას ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.
მადლობა იმათაც, ვინც სალანძღავი სიტყვები არ დაიშურა, დამერწმუნეთ არც ამ ადამიანების მიმართ გვაქვს ბრაზი, გიორგის ყველა გულშემატკივარი ერთნაირად უყვარხართ! ყველანი ერთნაირად ძვირფასნი ხართ მისთვის! მხოლოდ სიკეთეს და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ.
მადლობა უფალს რომ მადლიერების და დათმენის უნარი მოგვცა. მაინც ,,სიყვარული ატრიალებს დედამიწას” და ყველას ურთიერთ სიყვარულს და პატივისცემას გისურვებთ!“, - წერს ანი ამაშუკელი.





