ვის ჰქონდა მორგებული ბერიკას ნიღაბი - მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-5 სეზონის მეორე ეპიზოდი შედგა
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
„იმედის“ მაყურებელმა დღეს მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ ახალი, მე-5 სეზონის მეორე ეპიზოდი იხილა.
ამჯერად, დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე 5 თოჯინა წარსდგა: ლაზიერი, ბერიკა, ქურუმი, ნალუ და ფარშევანგი. მათგან გულშემატკივართა რჩეულები გახდნენ: ფარშევანგი, ლაზიერი და ქურუმი. შესაბამისად, ისინი გადავიდნენ შემდეგ ტურში.
დარჩენილი ორი თოჯინადან - ნალუ და ბერიკა, ჟიურიმ მეგაშოუში ნალუ დატოვა.
ბერიკას ნიღაბი იმედა კახიანს ჰქონდა მორგებული.
მეგაშოუს წინა სეზონებში საზოგადოებისთვის არაერთმა ცნობილმა სახემ მიიღო მონაწილეობა. ყოველ ორშაბათს „იმედის“ ეთერში სრულიად საქართველო ელოდება, გაარკვიოს, ვინ ახერხებს გარდასახვას 10 ახალი თოჯინათი. 8 კვირის განმავლობაში ისინი ეცდებიან, მათი ვინაობა ვერავინ გაიგოს, მთელი საქართველო ამ დროის განმავლობაში კი დეტექტივად გადაიქცევა.





