გიორგი ღურჯუმელიძე: მინდა, მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო ბატონი ელდარ მდინარაძის ოჯახს. ბატონი ელდარი ძალიან დიდი დანაკლისი იქნება როგორც მთელი ქვეყნისთვის, ისე განსაკუთრებით გურიისთვის და ოზურგეთისთვის
საზოგადოება

გიორგი ღურჯუმელიძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მე მინდა, მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო ბატონი ელდარ მდინარაძის ოჯახს. ბატონი ელდარი ძალიან დიდი დანაკლისი იქნება როგორც მთელი ქვეყნისთვის, ისე განსაკუთრებით გურიისთვის და ოზურგეთისთვის, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ.
იგი ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ელდარ მდინარაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
„მისი თანადგომა და მხარდაჭერა ყოველთვის ძლიერი იყო გურიის მიმართ. მისი შემოქმედება ჩვენი სამშობლოსთვის ყოველთვის დაუვიწყარი იქნება“, - აღნიშნა გიორგი ღურჯუმელიძემ.
ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ელდარ მდინარაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე 11 ნოემბერს გარდაიცვალა.





