ორშაბათიდან მეგა შოუს „ვინ ვინ არის“ ახალი, მე-5 სეზონი იწყება
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
კიდევ ერთი საჩუქარი „იმედის“ მაყურებელს - ორშაბათიდან, 22:00 საათზე მეგა შოუს „ვინ ვინ არის“ ახალი, მე-5 სეზონი იწყება.
ახალი გმირებითა და ახალი მუსიკალური ნომრებით ყველაზე გასაიდუმლოებული მეგა შოუ გულგრილს ამჯერადაც არავის დატოვებს - მინოტავრი, პუდელი, ფარშევანგი, ლაზიერი, მოკლედ საზოგადოება თოჯინებს ამოფარებული 10 ვარსკვლავის გარდასახვას იხილავს. სცენაზე ერთმანეთს ჩვენთვის კარგად ნაცნობი, თუმცა, უფრო კარგად შენიღბული ადამიანები შეეჯიბრებიან. 8 კვირის განმავლობაში ისინი ეცდებიან, რომ მათი ვინაობა ვერავინ გაიგოს, მთელი საქართველო ამ დროის განმავლობაში კი დეტექტივად გადაიქცევა.
კოსტიუმების შოუ და ჟიური დეტექტივის როლში - რა სიახლეები ელოდება მაყურებელს, ჟურნალისტი ელენე ცინცაძე დიდი სამზადისის შესახებ კულისებიდან მოგითხრობთ.





