ჩვენ ვართ თვითმხილველი ეკლესიაზე მორიგი შეტევის, რომლის სათავეშიც, სამწუხაროდ, არქიმანდრიტია. დამთხვევა თუ კარგად გაწერილი სცენარი, რომლის მიზანიც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნიდან შერყევაა - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ჩვენ ვართ თვითმხილველი ეკლესიაზე მორიგი შეტევის, რომლის სათავეშიც სამწუხაროდ, არქიმანდრიტია. აწ უკვე ყოფილი. დავსვათ კითხვა: ვინ არის დოროთე ყურაშვილი, რომელსაც ჩამოერთვა წინამძღვრის საეკლესიო წოდება და ვისი ქცევაც სცდება სჯულის კანონის ჩარჩოებს?, - განაცხადა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ჩიხლაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“ სპეციალური რეპორტაჟის წარდგენისას.
მისივე თქმით, დოროთე „იმედს“ არ სწყალობს და ემალება.
„ერთ-ერთი ყველაზე რთული და მძიმე თემით მიწევს გადაცემის დაწყება. სიმართლეს გეტყვით, არ არის მარტივი საუბარი საპატრიარქოსა და ეკლესიის წინააღმდეგ იმ ცილისმწამებლურ განცხადებებზე, რომლებიც კონკრეტულმა ჯგუფებმა ნორმად აქციეს. თუმცა, ამავდროულად ძალიან მძიმე საყურებელია, მიზანმიმართულად როგორ ცდილობენ უწმინდესის, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისა და ეკლესიის დისკრედიტაციას.
ჩვენ ვართ თვითმხილველი, ეკლესიაზე მორიგი შეტევის, რომლის სათავეშიც, სამწუხაროდ, არქიმანდრიტია. აწ უკვე ყოფილი. დავსვათ კითხვა: ვინ არის დოროთე ყურაშვილი, რომელსაც ჩამოერთვა წინამძღვრის საეკლესიო წოდება და ვისი ქცევაც სცდება სჯულის კანონის ჩარჩოებს?
თავდასხმა სასულიერო პირზე, ცემა, იარაღით მუქარა და გაფრთხილება...
დოროთე „იმედს“ არ სწყალობს, გვემალება და შემდეგ ჩვენს ინტერესს, რომ კითხვები დავუსვათ, სოციალურ ქსელში სპეკულაციურად, სათავისოდ იყენებს.
არადა, ერთადერთი კითხვა დამრჩა, რომელსაც ყოველგვარი მოკრძალების გარეშე პირდაპირ დავუსვამდი - რატომ იქცა ბერი, რწმენის და ეკლესიის სახელით, რადიკალების ხელში იარაღად მშვიდობის წინააღმდეგ?!
დამთხვევაა ეს, თუ კარგად გაწერილი სცენარი, რომლის მიზანიც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნიდან შერყევაა, მას შემდეგ, რაც მას გარედან ვერ მოერივნენ, სიუჟეტის ნახვის შემდეგ ამ კითხვას თავად უპასუხებთ“, - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.
„ბერის პოლიტიკა“ - ამბავი დოროთეს ამბოხზე, დეტალები ნახეთ საბა ხვიჩიას სპეციალურ რეპორტაჟში.





