ქართული გასტრონომია და პროდუქცია - ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს სტენდთან მეოთხე დღეა, ვიზიტორთა რიგი არ წყდება
საზოგადოება

ფოტო: ვიდეოკადრი
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან, უკვე მეოთხე დღეა ვიზიტორთა რიგი არ წყდება.
ინტერესი და მოწონება დაიმსახურა როგორც ქართულმა გასტრონომიამ და ღვინომ, ისე პროდუქციამ, რომლითაც „აწარმოე საქართველოში" 40-მდე კომპანიასთან ერთადაა წარდგენილი.
საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით და ყველაზე მასშტაბური სტენდით წარდგა. შანხაიში, საქართველოს პოტენციალს ათი ათასობით ვიზიტორი ეცნობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართველი შეფ-მზარეულები, სტუმრებს ქართულ კერძებს აცნობენ.
ვიზიტორებს ასევე საშუალება აქვთ ინფორმაცია მიიღონ ქართული კულტურისა და ქვეყნის ისტორიის შესახებ. შანხაის გამოფენას დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი ჰყავს.





