05 იანვარი 2025, 14:23
ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა
საზოგადოება

ფოტო: რადიო თავისუფლება
გაზიარება
ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ოთახში მდებარე ბენზინის ავზი აფეთქდა. ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის დროს მცირეწლოვნები ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. მაშველებმა მხოლოდ ბებიის გადარჩენა შეძლეს.





